„ჩვენ ვერ შევძელით სწრაფად რეაგირება“ – ერდოღანი მიწისძვრის ზონაში  

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ ზონაში იმყოფება და დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება. როგორც თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რეაგირება სწრაფი არ იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევძელით ალბათ უმსხვილესი სამძებრო-სამაშველო რაზმის მობილიზება, რომლის შემადგენლობაში 141 000-ზე მეტი წევრია, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ჩვენ ვერ შევძელით ისე სწრაფად რეაგირება, როგორც ვიმედოვნებდით“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა დაზარალებულებთან.

ერდოღანის განცხადებით, სახელმწიფო უსახლკაროდ დარჩენილებს ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებლის ქირას გადაუხდის. ასევე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მათ ერთ წელში ახალ სახლებს აუშენებენ და ასევე, ფულადი თანხითაც დაეხმარებიან.

 

მსგავსი თემები