,,მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება – კიდევ უფრო გავზრდით სამხედრო დახმარებას”- რიში სუნაკი

“დიდი ბრიტანეთი უკრაინისადმი საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას გაზრდის” – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.

როგორც სუნაკმა აღნიშნა, უკრაინის დაცვით “ჩვენ საკუთარ თავს ვიცავთ”.

“ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. შემდეგ წელს ჩვენ შევინარჩუნებთ ან კიდევ უფრო გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას. ჩვენ ახალ დახმარებას მივაწვდით [უკრაინის] საჰაერო თავდაცვას, რათა დავიცვათ უკრაინელი ერი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც იგი ეყრდნობა. უკრაინის დაცვით ჩვენ საკუთარ თავს ვიცავთ” – დასძინა სუნაკმა.

მსგავსი თემები