თუ კარგად ავაშენებთ, თბილისი 8 „ბალზე“ უნდა იყოს გათვლილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილის შეფასებით, თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებლობას იძლევა, შენობები ისე იყოს აშენებული, რომ მიწისძვრას გაუძლოს.

„თანამედროვე ტექნოლოგიები გაცილებით მეტ შესაძლებლობებს იძლევა, თუ კარგად ავაშენებთ, ახალი შენობები  უფრო საიმედო უნდა იყოს. ამის შესაძლებლობას თანამედროვე ტექნოლოგიები ნამდვილად იძლევა, თუმცა, მნიშვნელოვანია როგორ ვიცავთ და როგორ ვაშენებთ. თბილისში აშენებული შენობები, წესების დაცვით და ხარისხიანად მშენებლობის შემთხვევაში, 8 „ბალზე“ უნდა იყოს გათვლილი“ – აღნიშნა ზურაბ ჯავახიშვილმა მედიაცენტრ მთავართან.“

მისივე შეფასებითმ სეისმური საფრთხის რუკა, რომლითაც საქართველო სარგებლობს, ძალიან ძველია, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

მსგავსი თემები