პოლონეთი სააკაშვილის სამკურნალოდ გადაცემას ითხოვს

პოლონური მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არიან, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში გადაუვადონ და უმკურნალონ. როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, ამ თემაზე არაერთი ქვეყნის ლიდერს ესაუბრა.

„პოლონეთმა საქართველოს მთავრობას შესთავაზა და მე ამის შესახებ ბევრ პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეძლოს პოლონეთში მკურნალობა. ჩვენ, უბრალოდ, გვეშინია, რომ საქართველოში მას შეიძლება, ყველაფერი უარესი დაემართოს. თუ საქართველოს სურს, რომ ჰქონდეს დადებითი პასუხის იმედი თავის ევროპულ მისწრაფებებზე, მაშინ ის სერიოზულად უნდა მიუდგეს ამ მიმართვას, რომელსაც საგარეო სამსახურები უკვე აყალიბებენ“, – აცხადებს პოლონეთის პრემიერი.

მსგავსი თემები