სასამართლომ ძმები, დავით და გურამ კაკულიები დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძმები, დავით და გურამ კაკულიები დამნაშავედ ცნო. მოსამართლის,  გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, კაკულიებს ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში გადაუკვალიფიცირდათ. ბრალდებულები მოსამართლე ზვიად შარაძემ დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში და საზღვრის უკანონო კვეთაში.

ცნობისთვის, დავით და გურამ კაკულიებს გამოძიება 27 მაისს, არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდა.

მსგავსი თემები