საქართველოში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში  1 744-ს შეადგენს.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 780 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

11 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები