,,ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა”- სააკაშვილი ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს თამარ გვარამაძეს მიმართავს და მასთან სამედიცინო კონსილიუმის გაგზავნას სთხოვს.

“საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ თამარ გვარამაძეს

მეც და ჩემმა წარმომადგენლებმაც არაერთხელ მოგმართეთ წინა დღეებში თხოვნით, გამოაგზავნოთ თქვენი სამედიცინო კონსილიუმი. ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა და თქვენ გარდა არავის აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის.

იმედია, ამას განახორციელებთ უახლოეს დღეებში და ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა ამაში ხელს ვერ შეგიშლით”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

მსგავსი თემები