,,რუსულმა რაკეტებმა მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს” – ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსეთის რაკეტებმა ნატო-ს საჰაერო სივრცე გადაკვეთეს.

მისი თქმით, დილით რუსეთის ძალების მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები ნატო-ს წევრი რუმინეთისა და მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რის შემდეგაც კვლავ უკრაინის საჰაერო სივრცეში შევიდა.

„დღეს, 11 თებერვალს, 10:18 საათზე „კალიბრის“ ტიპის ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი მოლდოვის რესპუბლიკასთან. დაახლოებით 10:33 საათზე ამ რაკეტებმა გადაკვეთეს რუმინეთის საჰაერო სივრცე, რის შემდეგაც ისევ შევიდნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში სამი სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის წერტილში“, – წერს ზალუჟნი „ტელეგრამარხში“.

მსგავსი თემები