,,ერთადერთი „ომის პარტია“ პუტინი და რუსეთია, რომლებმაც უკრაინაში სისასტიკეები ჩაიდინეს”- ჯონათან კაცი

„გერმანიის მარშალის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, ჯონათან კაცი „გლობალური ომის პარტიის“ საქართველოში ინტერესების შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, ერთადერთი „ომის პარტია“ ახლანდელ კონფლიქტში პუტინი და რუსეთია, რომლებმაც უკრაინაში სისასტიკეები და ომის დანაშაულები ჩაიდინეს.

„ერთადერთი „ომის პარტია“ ახლანდელ კონფლიქტში პუტინი და რუსეთი არიან, რომლებმაც სისასტიკეები და ომის დანაშაულები ჩაიდინეს უკრაინაში. ქართველებს ძალიან კარგად ესმით, რუსეთის აგრესია რას ნიშნავს კრემლის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ძალადობის და მიმდინარე ოკუპაციის, საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის, ნაბიჯ-ნაბიჯ არალეგალური ანექსიის გათვალისწინებით“, – აცხადებს ჯონათან კაცი ”ამერიკის ხმასთან”.

მსგავსი თემები