„შეხვედრა ბრიუსელში“ – ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი კიევში მიიწვია

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში მიიწვია.

ორბანმა ზელენსკისთან მოლაპარაკებები ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ხორვატიის, სლოვენიისა და ავსტრიის ლიდერებთან ერთად გამართა.

უნგრული მედიის ინფორმაციით, რვა ლიდერს შორის შეხვედრა დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა და განხილვის მთავარი საკითხი უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იყო.

„ჩვენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ვუჭერთ მხარს, რათა თავიდან ავიცილოთ მეტი მსხვერპლი. უნგრეთი მშვიდობის ბანაკს ეკუთვნის“, – ციტირებს უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელი ზოლტან კოვაჩი ორბანის სიტყვებს ზელენსკისთან შეხვედრიდან.

მოგვიანებით, ვიქტორ ორბანმა „ტვიტერზე“ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „შეხვედრა ბრიუსელში“.

მსგავსი თემები