,,მინდა, ბოდიში მოვიხადო, გულწრფელად ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა და პატიებას ვთხოვ ყველას”- დემნა გვასალია

,,მინდა, ბოდიში მოვიხადო. გულწრფელად ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა და პატიებას ვთხოვ ყველას, ვინც ამით დაზარალდა”, – ამის შესახებ ”ბალენსიაგას” შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, დემნა გვასალიამ ბრენდის კამპანიასთან დაკავშირებულ სკანდალზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით,  ნანობს არასწორი გადაწყვეტილების მიღებას.

,,ეს იყო ჩემი დიდი შეცდომა. ვერ მივხვდი, რამდენად შეუსაბამო იქნებოდა ამ ობიექტების [სურათზე] დაყენება და ბავშვის შუაგულში ყოფნა. სამწუხაროდ, ეს იყო არასწორი აზრი და ცუდი გადაწყვეტილება ჩემგან. ჩვენ არ უნდა გამოგვესახა ბავშვები სურათებში, რომლებიც მოიცავდა მათთან შეუსაბამო ობიექტებს. არავის, მათ შორის არც მე არ დამიყენებია საკითხი, რომ ეს შეუსაბამო იყო.

იყო საკონტროლო პროცესები, ჩართული ხალხი – შიდა და გარე – მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ შევამჩნიეთ რა იყო პრობლემური. ძალიან ვნანობ ამას”, – განაცხადა დემნა გვასალიამ.

ცნობისთვის,  საქმე ეხება Balenciaga-ს კამპანიას, რომელშიც  ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობენ. დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა აცვიათ, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება. აღნიშნული კამპანიის გამო ბრენდი ბავშვების სექსუალიზებაში დაადანაშაულეს.

მსგავსი თემები