მარნეულში მომხდარი ინციდენტი არის ადგილობრივი კლანური დაპირისპირების შედეგი – ალი ბაბაევი

საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი გმობს ქალაქ მარნეულში მომხდარ ინციდენტს და პროკურატურას მოუწოდებს, დაკავებული მერის მიმართ გამოიყენოს პატიმრობის ალტერნატიული სასჯელის ფორმა, მათ შორის გირაო, ან შინაპატიმრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას და გამართავენ საპროტესტო აქციებს ქალაქებში მარნეულში, რუსთავში და თბილისში.

​ალი ბაბაევის შეფასებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტი არის ადგილობრივი კლანური დაპირისპირების შედეგი.

მისივე თქმით, კავკასიელისთვის ოჯახის წევრის შეურაცხყოფა ღირსების საკითხია და მათთვის მიუღებელია მარნეულის მერის ამის გამო ციხეში იჯდეს.

​ამ წუთებში მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში მიმდინარეობს ალი ბაბაევის პრესკონფერენცია.

მსგავსი თემები