რუსეთმა ომში დაახლოებით 123 860 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთმა დაახლოებით 123 860 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 123 860; ტანკი – 3 175; ჯავშანტექნიკა – 6 334; საარტილერიო სისტემა – 2 169; სარაკეტო სისტემა – 452; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220; თვითმფრინავები – 292; ვერტმფრენი – 282; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 908; საკრუიზო რაკეტები – 749; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 986; გემი/ნავი/კატარღა – 18; სპეციალური აღჭურვილობა – 195.

მსგავსი თემები