უკრაინა გერმანიისგან მორიგ შეიარაღებას მიიღებს

მხარდაჭერის ნიშნად უკრაინაში მყოფი გერმანიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინას შეიარაღებას გადასცემს. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, საუბარია დამატებით ორ რეაქტიულ სისტემასა და ოთხ ჰაუბიცაზე, რაც უკრაინას სჭირდება.

„გეთანხმებით,  რომ საჭიროა სამართლიანი მშვიდობა. მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შესაძლოა, ახალი ომი გამოიწვიოს“, – განაცხადა შტაინმაიერმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.

პრეზიდენტებმა ის გამოწვევები განიხილეს, რაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო ევროპაში შეიქმნა და დახმარებაზეც იმსჯელეს.

„განვიხილეთ რუსეთის ომით გამოწვეული საფრთხეების სხვადასხვა სპექტრი.  უკრაინაში მშვიდობის დამყარებაში და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში გერმანიის წვლილი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაში პირველად ჩავიდა.

 

მსგავსი თემები