,,მტერი განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგს, მაგრამ საკუთარ გეგმებზე უარს არ ამბობს”- ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, მტერი ზეწოლას აძლიერებს ბახმუტისა და უგლედარის მიმართულებებზე.

მისი თქმით, რუსეთი განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგს, მაგრამ საკუთარ გეგმებზე უარს არ ამბობს.

,,გრძელდება მძიმე ბრძოლები. მტერი ბრძოლაში ისვრის პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობას, ცდილობს ჩვენი დაცვის გარღვევას, განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგს, მაგრამ საკუთარ გეგმებზე უარს არ ამბობს. ბრძოლების ინტენსიურობა იზრდება. ახლა დონბასში მათი მებრძოლებისა და შეიარაღების რაოდენობაში უპირატესობის წინააღმდეგ ჩვენი სამხედრო ხელმძღვანელობის პროფესინალიზმსა და მებრძოლების სიმამაცეში უპირატესობაა”, – წერს მალიარი ტელეგრამზე.

მსგავსი თემები