,,მეჩვენება, რომ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების საკითხის განხილვის საშუალებაც არ აქვს”- მარკ ფეიგინი

,,მოვუსმინეთ სალომე ზურაბიშვილის კომენტარებს და აქედან გამომდინარე მეჩვენება, რომ მას შეწყალების საკითხის განხილვის საშუალებაც არ აქვს,” – ამის შესახებ რუსმა უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა განაცხადა.

მისი თქმით, აქვს განცდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს.

„ის საუბრობს ოპოზიციურ პარტიებზე, მმართველ პარტიაზე, აცხადებს, რომ პარტიებს შორის დაპირისპირებაა, რაც ცოტა უცნაურია. რა მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებენ პარტიები? არსებობს ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ამის დადგენა მარტივია, მაგრამ გამოდის, რომ მას არ შეუძლია რაიმე ძალისხმევის გამოჩენა, არ აქვს არანაირი უფლებამოსილება, კომპეტენცია იმისთვის, რომ ეს სიტუაცია მოაგვაროს“, – აღნიშნა ფეიგინმა

მსგავსი თემები