პრინცი ჰარი ძმას, პრინც უილიამს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

პრინც ჰარის განცხადებით, ძმამ, პრინცმა უილიამმა მასზე ფიზიკურად იძალადა. Guardian-ის ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას ჰარი საკუთარ წიგნში აღწერს, რომლის გამოცემაც შემდეგი კვირისთვის იგეგმება.

შემთხვევა 2019 წელს, ლონდონში, სამეფო ოჯახის სახლში მოხდა. როგორც ჰარი იხსენებს, ყველაფერი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, რომლის დროსაც პრინცი უილიამი ჰარის მეუღლეს, მეგან მარკლს „უხეშ“ და „რთულ“ ადამიანად მოიხსენიებდა.

„დაპირისპირება მალე გამწვავდა, როცა უილიამმა საყელოში ხელი წამიჭირა, ყელსაბამი ჩამომგლიჯა და იატაკზე დამაგდო. მე ძაღლის საჭმელ თასზე დავეცი, რომელიც ჩემი ზურგის ქვეშ გატყდა, ნატეხები კი ზურგში შემერჭო. ცოტა ხანი ზედ ვიწექი, გაბრუებული. შემდეგ ფეხზე წამოვდექი და ვუთხარი რომ გასულიყო“, – წერს ჰარი. 

მსგავსი თემები