ავსტრალიაში, ერთმანეთს 2 ვერტმფრენი შეეჯახა – დაღუპულია 4 ადამიანი

ავსტრალიის ოქროს სანაპიროზე ერთმანეთს 2 ვერტმფრენი შეეჯახა – დაღუპულია 4 ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულია კიდევ 3 ადამიანი, რომელთა მდგომარეობაც კრიტიკულია.

მომხდარს ავსტრალიის ტრანსპორტის უსაფრთხოების ბიურო იძიებს.

არსებული ცნობით, შეჯახება იმ დროს მოხდა, როდესაც ერთი ვერტმფრენი აფრინდა, ხოლო მეორე ჯდებოდა.

მსგავსი თემები