მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.
მოკლულები არიან 28 წლის გიორგი პაკელიანი და 30 წლის გურამ აფრასიძე.ერთ-ერთი მოკლული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია.
შემთხვევის დროს დაიჭრა გიორგი პაკელიანის ძმაც, რომელიც საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება აფრასიძეების სახლთან, დაახლოებით ღამის 12 საათზე დაიწყო, მოგვიანებით კი, მკვლელობით დასრულდა.
მოკლული გიორგი პაკელიანის დედა მომხდარს გვარებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირებს.
მისივე თქმით, ამის გამო პაკელიანების ოჯახი წლების განმავლობაში კახეთში იყო გახიზნული იყო და სულ რამდენიმე წელია უკან, სვანეთში დაბრუნდა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.