პელეს ცხედარი „სანტოსის“ სტადიონზე ფოიერვერკების თანხლებით გადაასვენეს

ბრაზილიელი ლეგენდარული ფეხბურთელის პელეს ცხედარი კლინიკიდან მისი კლუბის, „სანტოსის“ სტადიონზე გადაასვენეს. მედიის ცნობით, სამგლოვიარო პროცესიის დროს ხალხი მის სასახლეს ფოიერვერკებით შეხვდა.

ფეხბურთელის სამოქალაქო პანაშვიდი სანტოსის საფეხბურთო კლუბში გაიმართება, სადაც ის სტადიონის ცენტრში იქნება დასვენებული და ხალხს მის მიმართ პატივისცემის გამოხატვის საშუალება მიეცემა.

ლეგენადარული ფეხბურთელი 82 წლის ასაკში, 29 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები