,,რუსები დონეცკის მთელი ოლქის დაპყრობას შეეცდებიან”- უკრაინის დაზვერვა

„მოსალოდნელია მტრის ხალი შეტევები და ჩვენი ჯარები ამისთვის მზად არიან“, –  ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსებს ”ესმით, რომ მარცხდებიან, მაგრამ არ აპირებენ ომის დასრულებას“.

,,ვლადიმერ პუტინი არ აპირებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას. 2023 წელს რუსულმა ძალებმა, შესაძლოა, შეტევა ერთდროულად ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან დაიწყონ და ასევე დონეცკის მთელი ოლქის დაპყრობას შეეცადონ,”- განაცხადა ჩერნიაკმა.

მსგავსი თემები