კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ყველაზე გავლენიანი სამხედრო მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ყველაზე გავლენიანი სამხედრო მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მედიის ინფორმაციით, პაკ ჩენ ჩონი მმართველი მშრომელთა პარტიის, ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის პოსტს იკავებდა. ის ახლა რი იონ გილმა ჩაანაცვლა.

საკადრო ცვლილების შესახებ კომიტეტის ყოვეწლიურ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, თუმცა, მიზეზი არ დასახელებულა.

მსგავსი თემები