,,არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში, საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე”- არესტოვიჩი სააკაშვილზე

,,ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში, საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

არესტოვიჩი უერთდება რუსი უფლებადამცველის ინიციატივას 4 იანვარს საქართველოს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად სხვადასხვა ქალაქებში საქართველოს საელჩოებთან აქცია გაიმართოს.

,,ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში. საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე. ადამიანის ყველაზე მთავარი უფლების დაცვაზე. როდესაც ადამიანი კვდება და არსებობს ტოქსიკოლოგიური დასკვნა მოწამვლაზე, როდესაც მომაკვდავი პირი მონაწილეობს სასამართლოში და სასამართლო ვერ ეხმარება მას, ასეთი სასამართლო ვერ ჩაითვლება სამართლიანად. თქვენ გამოდიხართ ადამიანის მხარდასაჭერად რომელსაც საჩვენებლად ანადგურებენ ციხეში. ეს  ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულია”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მსგავსი თემები