საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელია.
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი)
ხვიჩა კვარაცხელიამ დაჯილდოებაზე დამსწრეებს ვიდეომიმართვა გაუგზავნა.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ამ ჯილდოსთვის. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და დიდი დაფასებაა როგორც ეროვნული ნაკრების წევრებისგან, ასევე თქვენგან. სამწუხაროდ, ამჟამად გარკვეული მიზეზების გამო, თქვენთან ერთად არ ვიმყოფები, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. ძალიან კარგი სანაკრებო წელი გვქონდა და ახლა შევუდგებით ახალი მიზნებისთვის ბრძოლას. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და წარმატებას გისურვებთ“ – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.