,,სირცხვილია, რომ მაგრველაშვილს ერქვა საქართველოს პრეზიდენტი”- ირაკლი კობახიძე

სირცხვილია, რომ ამ კაცს ერქვა საქართველოს პრეზიდენტი სულ რამდენიმე წლის წინ, ეს ყველაფერი მართლა სირცხვილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე  გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც: „სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში“.

„არ მიკვირს, არც ჯარისა და არც ნებისმიერი ქართველის აღშფოთება. მით უმეტეს, რომ რამდენიმე წლის წინ, გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტი ერქვა, ფორმალურად, მაგრამ ერქვა მთავარსარდალი. როცა ის ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს მძიმე მოსასმენია. პირველ რიგში ჯარისთვის. აქედან გამომდინარე, მათი აღშფოთება არ მიკვირს. უბრალოდ, მარგველაშვილისგან საერთოდ არაფერია გასაკვირი – პრეზიდენტის პოსტზე ის იყო სამარცხვინო და დღესაც აგრძელებს სამარცხვინო საქმიანობას“,- განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი თემები