,,რადიკალური ოპოზიცია, მხოლოდ არევაზე, დესტრუქციაზე, უარყოფით ემოციებზე, ზიზღსა და ბოღმაზეა გადასული”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ თემისთვის პოლიტიკური სარჩულის მიცემა პატიმრის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

პაპუაშვილი ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებულ აქციებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ მათ არაერთხელ გასცა პასუხი.

„არანაირი მოლოდინი არ მაქვს. ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ბევრჯერ გასცა პასუხი, ბოლოს რამდენიმე დღის წინ, როდესაც საახალწლო ნაძვის ხის ანთება იყო, პირდაპირ, აშკარად გასცა საქართველოს მოსახლეობამ პასუხი რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც მხოლოდ არევაზე, დესტრუქციაზე, უარყოფით ემოციებზე, ზიზღსა და ბოღმაზეა გადასული. დაიღალნენ რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციისგან და ნეგატიური კამპანიებისგან. შესაბამისად, მე სხვა მოლოდინი არ მაქვს. როგორც სხვა დროს, ახლაც მოსახლეობა მათ „არას“ ეტყვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები