,,სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება ხელს უშლის ექიმებს, შეასრულონ თავიანთი ფუნქცია”- არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება ხელს უშლის ექიმებს და სამედიცინო დარგის პროფესიონალებს, შეასრულონ თავიანთი ფუნქცია.

მისი თქმით, ჯანმრთელობის საკითხები სამედიცინო დარგის პროფესიონალების საქმეა.

,,სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება ხელს უშლის ექიმებს და სამედიცინო დარგის პროფესიონალებს, შეასრულონ თავიანთი ფუნქცია და მიაწოდონ მას სამედიცინო მომსახურება ისე რომ, პაციენტმა მაქსიმალურად პოზიტიური შედეგი მიიღოს. ამიტომ, მივანდოთ ექიმების საქმე ჯანდაცვის პროფესიონალებს. ჯანმრთელობის საკითხები სწორედ მათი საქმეა. ჩვენ კი მზად ვართ პოლიტიკურ საკითხებზე, საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისთვის, მზად ვართ თანამშრომლობისთვის ნებისმიერთან, ვის ინტერესებშიც რეალურად შედის, რომ საქართველო დაუახლოვდეს, გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ კრიტიკულ საკითხზე მსჯელობისა და პასუხისთვის. კარგად გვესმის, რომ წარმოვადგენთ საქართველოს. ჩვენი ამოსავალი ყოველთვის იქნება მოქალაქეების ინტერესები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაცია, როგორც პრიორიტეტი, უმაღლეს რანგში აიყვანა და ეს შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში“, – განაცხადა არჩილ თალაკავაძემ.

მსგავსი თემები