,,სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უბედურება შექმნა“- კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პატიმრების ჯანმრთელობაზე შესაბამისი უწყება ზრუნავს და მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი არ არის.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი.

„პატიმრების ჯანმრთელობაზე ზრუნავს შესაბამისი უწყება. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი ან რაიმე პროფილით განსხვავებული არ არის. შესაბამისი უწყება ყველა პატიმართან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ზოგადად, პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და ძალიან სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უბედურება შექმნა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი თემები