,,რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა იყოს რეალური, შინაარსიანი”- ჯეიმს კლევერლი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებები არ უნდა იყოს „ლეღვის ფოთოლი“ რუსეთის ფედერაციის გადაიარაღებისთვის.

მისი თქმით,  მოლაპარაკებების პარამეტრები უკრაინამ თავად უნდა განსაზღვროს.

„ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა იყოს რეალური, შინაარსიანი, არ შეიძლება, იყოს მხოლოდ ლეღვის ფოთოლი რუსული გადაიარაღებისთვის და ჯარისკაცების შემდგომი რეკრუტირებისთვის, იქნება ეს ვაგნერის ჯგუფიდან, თუ ციხეებიდან პატიმრების გამოყვანა. ახლა რუსეთიდან არაფერი მოდის, რაც დამარწმუნებს, რომ ვლადიმერ პუტინი შედის ამ მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად. რიტორიკა ჯერ კიდევ კონფრონტაციულია“, – განაცხადა  ჯეიმს კლევერლიმ.

მსგავსი თემები