მოკლულ ქალს 2 ბავშვი დარჩა – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

აჭარაში, სოფელ სალიაურში მამამთილის მიერ მოკლულ 40 წლის ქალს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

არსებული ინფორმაციით, მოკლული ქალის ქმარი საზღვარგარეთ იმყოფება, სადაც სამუშაოდაა წასული.

ცნობისთვის, სასტიკი მკვლელობა აჭარაში გუშინ მოხდა. შსს-ის ინფორმაციით,  ბრალდებულმა მამაკაცმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა 1982 წელს დაბადებული თ. ჯ.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.  სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

აჭარაში მამამთილმა რძალი მოკლა – დაკავებულია ერთი პირი – (mcm.ge)

მსგავსი თემები