რუსეთში, მოსკოვის ოლქში, ბალაშიხას სავაჭრო ცენტრ “სტროიპარკში” ხანძარია. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი დილით 08:33 საათზე დააფიქსირეს.
მედიის ცნობით, ცეცხლი 9 000 კვ.მ. ფართობეზე გავრცელდა. ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომელი დაშავდა.