„რუსეთის მიმართ უხეში რუსოფობია და სიძულვილი ტრიალებს”- დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ევროპარლამენტის რეზოლუციას აფასებს, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნობს. მისი თქმით, მოსკოვს ასეთი გადაწყვეტილებები გულთან ახლოს არ მიაქვს.

„ევროპარლამენტი არის ისეთი ორგანიზაცია, რომელიც თავის მუშაობას ემოციებზე, ემოციურ მიდგომაზე აფუძნებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის საიდუმლო არ არის, რომ ბოლო წლებში ევროპარლამენტს ჩვენს მიმართ ნაკლები სიყვარული აქვს, ამის სანაცვლოდ, ჩვენ ნაკლები სურვილი გვაქვს, გავითვალისწინოთ ის, რაც იქ ხდება და გულთან ახლოს მივიტანოთ“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია იურიდიულად სავალდებულო არ არის.

„რუსეთის მიმართ უხეში რუსოფობია და სიძულვილი ტრიალებს. ამას არავითარი იურიდიულად სავალდებულო ხასიათი არ აქვს. ასე უნდა მოექცნენ მას. ვხედავთ პროფესიული მიდგომისა და პროფესიონალიზმის დიდ ნაკლებობას ევროპარლამენტში. ემოციები კი ისეთი ცვალებადი რამაა. დღეს რუსოფობიურია, ხვალ სხვა იქნება”, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

მსგავსი თემები