სარაკეტო თავდასხმა ვიშგოროდზე – დაიღუპა 7 და დაშავდა 42 ადამიანი

კიევის პოლიციის უფროსის,  ანდრეი ნებიტოვმის ინფორმაციით, ვიშგოროდში რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა, დაშავებულია 42 ადამიანი.

ნებიტოვის ინფორმაციით, ვიშგოროდზე იერიში „X-101“-ის ტიპის რაკეტით განხორციელდა. რის შედეგად დაზიანდა საბავშვო ბაღისა და სკოლის შენობაც.

მისივე თქმით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შორის ექვსი ბავშვია.

მსგავსი თემები