,,ჩვენი თავდაცვის ძალები ემზადებიან, მთელი სახელმწიფო ემზადება”- ზელენსკი მოსალოდნელ თავდასხმებზე

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, რუსეთი ახალ თავდასხმებს ამზადებს. მისი თქმით, მომავალი კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორიც გასული.

„ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველებზე – მოხუცებზე, ბავშვებიან ოჯახებზე, მათზე, ვინც ომში დაკარგა სახლები და ნათესავები – ჩვენი ურთიერთდახმარება ტერორისგან დაცვისა და ჩვენი სიძლიერის ერთ-ერთი ელემენტია. მომავალი კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორიც გასული. ჩვენი თავდაცვის ძალები ემზადებიან. მთელი სახელმწიფო ემზადება. ჩვენ ვამუშავებთ ყველა სცენარს, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან ერთად”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი მოსახლეობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალს.

„გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალს კვირის განმავლობაში. ერთად და ერთმანეთის დახმარებით ჩვენ გადავლახავთ ომის ამ გამოწვევასაც: ამ ზამთარს, რუსეთის მცდელობას გამოიყენოს სიცივე ხალხის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები