,,რუსეთმა იგრძნო, რომ მსოფლიო არ მიიღებდა მოსკოვის უარს შეთანხმების გაგრძელებაზე”- ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთმა იგრძნო, რომ მსოფლიო არ მიიღებდა მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე მოსკოვის უარს.

მისი თქმით, „დიდმა ოცეულმა“ ვლადიმერ პუტინს მკაფიო გზავნილით მიმართა, რომ მარცვლეულისა და სხვა პროდუქციის ექსპორტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების გაგრძელებაზე რუსეთის უარი მსოფლიოსთვის მიუღებელი იქნებოდა.

„ჩვენ ერთად გავუგზავნეთ მკაფიო გზავნილი რუსეთის პრეზიდენტს, რომ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება უნდა მოხდეს. მისი ვადა 19 ნოემბერს იწურებოდა. რუსეთმა ის გაიგონა და როგორც ჩანს, იგრძნო, რომ მსოფლიო არ მიიღებდა მოსკოვის უარს შეთანხმების გაგრძელებაზე. ამასთან, პრეზიდენტი პუტინი აგრძელებს დეესკალაციის შესახებ გლობალური მოწოდების იგნორირებას. ამის ნაცვლად ის ირჩევს ესკალაციის გზას, უამრავ რაკეტას ესვრის უკრაინის ინფრასტრუქტურას, რომელიც სითბოთი, წყლით და დენით უზრუნველყოფს მილიონობით მოქალაქეს”, – განაცხადა ბლინკენმა.

 

მსგავსი თემები