გათავისუფლებულ სნიგირევსკში მასობრივი საფლავები და წამების ოთახები ნახეს

ნიკოლაევის ოლქის სნიგირევსკის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ოკუპანტებს  წამების კამერები ჰქონდათ მოწყობილი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას კითხავდნენ.

,,წამების ოთახი იყო პოლიციის რაიონულ სამმართველოში, შემდეგ წამების ოთახი მოაწყვეს სნეგირევსკის რესტორანში, ჩვენ ვიცოდით ამის შესახებ. ხალხმა დაგვირეკა და თქვა, რომ წამების ყვირილი ძალიან ისმოდა. ხალხი, ვინც იქ მაღალსართულიან კორპუსებში ცხოვრობდა, სხვა ქუჩებზე, ნათესავებთან უნდა გადასულიყვნენ, რომ ყვირილი არ გაეგოთ”, – განაცხადა ივან კუხტამ.

ცნობისთვის,სნიგირევკა ოკუპაციისგან უკრაინის თავდაცვის ძალებმა 10 ნოემბერს გაათავისუფლეს.

მსგავსი თემები