,,გავათავისუფლებთ ყველა ტერიტორიას, სცენარის გეგმები მუშავდება”- მიხაილო პოდოლიაკი

,,ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ყველა ტერიტორიას, გათავისუფლების სცენარის გეგმები მუშავდება,”- მის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, გამარჯვების შემდეგ, უკრაინა რეგიონში დომინანტი იქნება და დაადგენს ომის შემდგომი მსოფლიოს წესებს.

,,ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ყველა ტერიტორიას, გათავისუფლების სცენარის გეგმები მუშავდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკიდურესად მძიმე ვითარებაა. მესმის, რომ ხერსონის ეიფორიის ფონზე, ეს უკანა პლანზე გადადის, მაგრამ ჩვენ პრაგმატულად ვუყურებთ. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტის სოლიდარისა და ავდევკას მიმართულებით მუშავდება გეგმები აზოვის ზღვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისა და ზაპოროჟიეს რეგიონის წყლების განბლოკვის მიზნით, მუშავდება სცენარი ხერსონის მარცხენა სანაპიროს გასათავისუფლებლად ყირიმში კონცენტრირებული რუსული დაჯგუფების დემობილიზაციისთვის, ეს მძიმე სამუშაოა, როცა ხარკვის რეგიონი სწრაფად გათავისუფლდა, ყველა ელოდა, რომ ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველაფერი შენელდა ხალხი გარკვეულწილად იმედგაცრუებული იყო,”- განაცხადა პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები