სლოვენიაში პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩიეს

წინასწარი მონაცემებით, სლოვენიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროფესიით ადვოკატმა ნატასა პირც მუსარმა გაიმარჯვა და  ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.

არსებული ინფორმაციით, 54 წლის პირც მუსარმა მეორე ტურში ხმების 53.86 პროცენტი მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა, მემარჯვენე პოლიტიკოსმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ანჟე ლოგარმა – 46.14 პროცენტი. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილი ხმების 99 პროცენტი.

კომისიის მონაცემებით, გუშინ ჩატარებულ არჩევების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 49.9 პროცენტი შეადგინა.

 

მსგავსი თემები