პენსილვანიის შტატში გარდაცვლილმა კანდიდატმა ხმების 85% მიიღო

პენსილვანიის შტატში არჩევნების შედეგების თანახმად, გარდაცვლილმა კანდიდატმა ხმების 85% მიიღო. 85 წლის ტონი დელუკა 9 ოქტომბერს ლიმფომით დაიღუპა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წარმოუდგენლად ვწუხვართ ჩვენი წარმომადგენლის, ტონი დელუკას დაკარგვის გამო, ჩვენ ვამაყობთ, რომ ამომრჩევლები კვლავ ენდობოდნენ მას და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებას გამოხატავენ მისი არჩევით“, – წერს პენსილვანიის შტატის დემოკრატიული კამპანიის კომიტეტი.

გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, დელუკას გარდაცვალების დროისთვის, ბიულეტენის შეცვლა ან სხვა კანდიდატის დასახელება უკვე დაგვიანებული იყო.

მსგავსი თემები