სექსუალური ხასიათის ქმედება არასრულწლოვნის მიმართ – საბერძნეთში  73 წლის ქართველი კაცი დააკავეს

საბერძნეთის პროკურატურამ 73 წლის ქართველ კაცს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ქმედებასა და იარაღის უკანონო ტარების გამო, ბრალი წარუდგინა.

ბრალდებული დრამის მუნიციპალური ბაღის მიმდებარედ არასრულწლოვანს თავს დაესხა, რაც  პოლიციის თანამშრომლებმა მაშინვე შენიშნეს და ადგილზე დააკავეს.

,,კუპატაძე დილარის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა იმის დასადგენად, განახორციელა თუ არა 73 წლის ქართველმა სექსუალური ძალადობა სხვა არასრულწლოვანებზე. პოლიცია სთხოვს ნებისმიერს, ვინც რაიმე იცის მის შესახებ, დაუკავშირდეს მათ ინფორმაციისთვის.”- წერს ბერძნული მედია.

 

მსგავსი თემები