უკრაინული მხარის განცხადებით, ხერსონიდან რუსული ჯარის გასვლას მინიმუმ კვირა დასჭირდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მართალია, რუსულმა მხარემ გადაწყვეტილება მიიღო ხერსონიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა, ეს მარტივად და მალე ვერ შესრულდება. ოლექსი რეზნიკოვის თქმით, საუბარია ათობით ათას სამხედროზე და მათ ტექნიკაზე.

„რუსეთს ხერსონის ოლქში 40 000 ჯარისკაცი ჰყავს. არც ისე მარტივია  ხერსონიდან ამ ჯარების ერთ ან ორ დღეში გაყვანა. პროცესს  მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება. ამავდროულად, ზამთარი შეანელებს ბრძოლის ველზე აქტივობას ყველა მხარისთვის. ეს ყველა მხარისთვის სასარგებლო იქნება. ამ დროს მაქსიმალური შედეგით გამოვიყენებთ ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, გადაჯგუფებისთვის, განახლებისთვის და როტაციისთვის და კარგად მოვამზადებთ მათ“, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

მსგავსი თემები