რუსულმა ძალებმა კამიკაძე დრონებით დნიპრო დაბომბეს

დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით,  რუსმა ოკუპანტებმა ღამით კამიკაძე დრონებით დნიპრო დაბომბეს.

,,ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა ხუთი მოძრავი საბრძოლო მასალა. დნიპრში დრონებით დაბომბეს ლოჯისტიკური კომპანია. დაიჭრა მისი ოთხი თანამშრომელი. ყველა საავადმყოფოშია. სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა”, – წერს რეზნიჩენკო.

მისივე თქმით, დარტყმის შედეგად 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.

 

მსგავსი თემები