ამერიკის შეერთებულ შტატებში საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი დაიხურა. ქვეყნის მასშტაბით ხმის დათვლის პროცესი დაწყებულია.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები ლიდერობენ.
არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 190, ხოლო „დემოკრატებმა“ 167 მანდატი მოიპოვეს.
435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატია საჭირო.