რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ირანში ჩავიდა

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი ირანში ჩავიდა. ქვეყანაში ვიზიტის შესახებ ცნობები ირანულ მედიაში ვრცელდება.

ორგანიზაციის ექსპერტების განცხადებით, მისი მოგზაურობის სავარაუდო მიზანია „რუსეთისთვის ირანული ბალისტიკური რაკეტების სავარაუდო მიყიდვაზე მსჯელობა“.

ამასთან, პატრუშევის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Nour ავრცელებს. მათი ცნობით, პატრუშევი ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი შამხანმა მიიწვია, ვიზიტის მიზანი კი რუსეთ-ირანის თანამშრომლობის განხილვაა.

მსგავსი თემები