„უკრაინაში არავის შეუქმნია და არ ქმნის რაიმე „ბინძურ ბომბებს“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ უტყუარად დადასტურდა, უკრაინაში არავის შეუქმნია და არ ქმნის რაიმე „ბინძურ ბომბებს“

„ორგანიზაციის მისიამ მოინახულა ყველა ის ობიექტი, რომელიც რუსეთის წარმომადგენლებმა ახსენეს, როდესაც თავიანთ ფანტაზიებს უყვებოდნენ ე.წ. ბინძური ბომბის შესახებ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მოვიწვიეთ და მივეცით მოქმედების სრული თავისუფლება. სახეზეა ნათელი და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინაში არავის შეუქმნია და არ ქმნის რაიმე „ბინძურ ბომბებს“. ერთადერთი, რაც ახლა ჩვენს რეგიონში ბინძურია, არის მოსკოვში მათი თავები, ვინც, სამწუხაროდ, რუსეთის სახელმწიფოზე კონტროლი ხელში ჩაიგდეს და ატერორებენ უკრაინასა და მთელ მსოფლიოს“, – აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უკრაინაში კვლევა დაასრულა და ე.წ. ბინძური ბომბების არსებობის კვალი ვერ აღმოაჩინა.

ენერგოატომმა უკრაინაში „ბინძური ბომბის“ ნიშნები ვერ აღმოაჩინა

 

მსგავსი თემები