„ისინი მომავალშიც გააგრძელებენ ზეწოლას, ვიდრე მდინარის მარჯვენა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე კონტროლს არ დაამყარებენ”, – აშშ უკრაინაზე

ამერიკის შეერთებული შტატები დარწმუნებულია, რომ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს. როგორც თავდაცვის მდივანი აცხადებს, ამ გამარჯვებაში თავად უკრაინელების დარწმუნებულები არიან და ეს ერთ-ერთი უპირატესობაა.

„კითხვა – მოახერხებენ თუ არა, უკრაინელები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხერსონის ოლქის დანარჩენი ტერიტორიის დეოკუპაციას. რა თქმა უნდა, მჯერა იმის, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ. რაც ყველაზე მთავარია, თავად უკრაინელებს სჯერათ, რომ ამას შეძლებენ… ჩვენ ვიცით, რომ აქამდე ისინი მეთოდურ და ძალიან ეფექტიან ძალისხმევას მიმართავდნენ მათი სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ისინი მომავალშიც გააგრძელებენ ზეწოლას, ვიდრე მდინარის მარჯვენა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე კონტროლს არ დაამყარებენ”, – აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.

 

მსგავსი თემები