„ზამთარი მოდის, პუტინი ელოდება “გენერალ ზამთარს” – ჯოზეფ ბორელი

„პუტინის რუსეთი ანადგურებს უკრაინას. საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, რადგან ქვეყანა ემზადება გააგრძელოს ბრძოლა ზამთრის თვეებში“ – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი.

მისი შეფასებით,  რუსეთს სწორედ ზამთრის იმედი აქვს და ფიქრობს, რომ ეს მისთვის წარმატების მომტანი იქნება.

„ზამთარი მოდის. პუტინი ელოდება “გენერალ ზამთარს”, რომ მოვა და დაეხმარება რუსეთის ჯარს. უკრაინას, უკრაინელ ხალხს ახლა ყველაზე მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი. ისინი იბრძვიან, იცავენ თავიანთ ქვეყანას და ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ მათ ამ ბრძოლაში”, – აცხადებს ჯოზეფ  ბორელი.

 

მსგავსი თემები