ინდოეთში ხიდის ჩამონგრევას 141 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის გუჯარატის შტატში ქვეითად მოსიარულეებისთვის განკუთვნილი ხიდის ჩამონგრევას 141 ადამიანი ემსხვერპლა.  დაღუპულთა შორის უმეტესობა ქალი, ბავშვი ან ხანდაზმულია.

ხიდი ექვს თვიანი სარემონტო სამუშაოების შემდეგ ერთი კვირის წინ გაიხსნა.

ხელისუფლების განცხადებით, ნგრევის დროს  ხიდზე 150-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ  გაიზარდოს.

 

მსგავსი თემები