უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში სამი სარაკეტო და ერთი ავიაიერიში განახორციელა, რუსმა სამხედროებმა 15-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაბომბეს.
უწყების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 30-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან განახორციელეს. ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
ამასთან, გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის ჯარებმა ნიკოპოლის რაიონში ცეცხლი გახსნეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან.