„როდესაც ევროპული სანქციების მე-8 პაკეტი ამოქმედდება, ვნახავთ, ვის როგორი პასპორტი ექნება და ვინ სად წავა“ – არახამია საქართველოს მთავრობას

ომში მყოფი ქვეყნის ოფიციალური პირი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრობს და ირიბად მიანიშნებს, რომ სანქციების მერვე პაკეტში ისინიც მოექცევიან.

„გამარჯობა, საქართველო! დღეს გადავწყვიტე ვიდეომიმართვის ჩაწერა  იმიტომ, რომ რამდენიმედღიანი პაუზა ავიღე, რომ მომესმინა, რა რეაქცია ექნებოდა საქართველოს ხელისუფლებას აგვისტოს ომის წლისთავზე.

მინდოდა მომესმინა, ეყოფოდა თუ არა რომელიმე მათგანს სიმამაცე იმისათვის, რომ დაეგმო აგრესორი საქართველოს გამო მაინც, თუ უკრაინაზე არაფერს ამბობენ, იქნებ, ის მაინც გაეხსენებინათ, რამდენი ბოროტება და სიკვდილი მოუტანა ომმა საქართველოს.

როგორც მოსალოდნელი იყო, არც ერთი საღი  რეაქცია საქართველოს ხელისუფლებისგან არ ყოფილა… იმიტომ რომ შიში აქვთ, იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლებაზე მუშაობენ. ერთადერთი, რაც ვიპოვე, ქართული მედიასივრცის მონიტორინგი რომ ჩავატარე, ჩემი ინიციატივა  იყო, დეპუტატებისთვის დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევა რომ მოვითხოვე, იმიტომ რომ მეც დეპუტატი ვარ და ეს დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევის ამბავი გააბუქეს, თითქოს რაღაც სპეცოპერაცია იყო და ასე შემდეგ.

ამიტომ, სპეციალურად ბატონი ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეებისთვის, დემონსტრირებას ვუკეთებ ჩემს დიპლომატიურ პასპორტს, დემონსტრირებას ვუკეთებ 5 წლიან სამთავრობო ვიზას ამერიკის შეერთებულ შტატებში იმისათვის, რომ გაიგონ, მსგავსი ვიზები, საბედნიეროდ, მათთვის უკვე მიუღწეველია და უახლოეს პერიოდში, როდესაც ევროპული სანქციების მე-8 პაკეტი ამოქმედდება, ჩვენ ყველა ვნახავთ, ვის როგორი პასპორტი ექნება და ვინ სად წავა“ – აცხადებს დავით არახამია, რომელიც ვიდეოში საკუთარ პასპორტებსაც აჩვენებს.

 

მსგავსი თემები